დრამატურგთა კონკურში რუსთავში. კონკურსი საქართველოს ეროვნული გმირის ჟიული შარტავას ცხოვრებისა დამოღვაწეობის შესახებ შექმნილი საუკეთესო პიესის გამოსავლენად გამოცხადდა.
კონკურსი საუკეთესო პიესის გამოსავლენად რუსთავის მერიამ, გიგა ლორთქიფანიძის სახელობის პროფესიულ დრამატულ თეატრტან ერთად გამოაცხადა.
კონკურსში მონაწილეობისთვის აუცილებელია, მონაწილეებმა წარმოადგინონ პიესა, რომელიც ასახავს ქართველი ეროვნული გმირის ჟიული შარტავას სოხუმში გატარებულ უკანაკნელ დღეებს. საუკეთესო პიესას კომპეტენტური ჟიური გამოავლენს, რომელიც ცნობილი დრამატურგებით და რეჟისორებით იქნება დაკომპლექტებული.
გამარჯვებული დრამატურგი ფულადი პრემიით დაჯილდოვდება. პიესა კი შემოდგომაზე რუსთავის თეატრის სცენაზე დაიდგმება. უკვე ცნობილია იმ რეჟისორის ვინაობა ვინც პიესაზე იმუშავებს. სპექტაკლი სოსო ნემსაძის რეჟისორობით დაიდგმება.