პოლიციას და ექიმებს თავს დაესხნენ [video]

2018-04-03 22:41:44

სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა რუსთავში მაიაკოვსკის ქუჩაზე მოხდა. არსებული ინფორმაციით #16 სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე მამაკაცები ჩხუბობდნენ, რის გამოც ადგილზე პოლიცია და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟები გამოიძახეს. ადგილზე მისულ ექიმებს და პოლიციას არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა პირებმა შეურაცხყოფა მიაყენეს. ერთმა პირმა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტომობილის საქარე მინა თავით ჩაამტვრია, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს პოლიციელსაც, რომელიც საავადმყოფოში გადაიყვანეს. "ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით ერთერთი პირი რომელიც ჩხუბში იღებდა მონაწილეობას პრობაციონერია. ნახეთ ვიდეო.


ფაქთთან დაკავშირებით შსს-ში აცხადებენ რომ - "საქმეზე გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 239 მუხლით, რაც ხულიგნობას გულისხმობს. დაკავებულია 2 პირი".