რუსთავში, აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, მუნიციპალური ტრანსპორტი მგზავრებს უფასოდ მოემსახურება.
ადგილობრივი თვითმმართველობის ინფორმაციით, რუსთავის სასაფლაოების მიმართულებით 8 და 9 აპრილს უფასო ავტობუსები იმოძრავებს.
8-9 აპრილს მუნიციპალური ტრანსპორტი, ქალაქის სამი ლოკაციიდან განახორციელებს მარშრუტს: ესენია ფიროსმანის ქუჩა, კონკრეტულად #1 საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორია, ფალიაშვილის ქუჩა და შარტავას მოედნი.
მერიის ცნობითვე 2-დან 7 აპრილის ჩათვლით, ყვითელი ავტობუსები, სასაფლაოს მიმართულებით, მარშრუტს 09:00-დან 18:00 საათამდე განახორციელებენ.