ნავთობის ფასი ისევ გაიზარდა. რუსთავის ყველა ბრენდირებულ ბენზინგასამართ სადგურზე ბენზინის ფასი 5 თეთრითაა გაზრდილი. ამ დროისთვის ბენზინი მინიმალურ ფასად 1.81 ლარადაა შესაძლებელი, მაქსიმალური ღირებულება კი 2.21 ლარია. აღსანიშნავია, რომ საწვავზე ფასი მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბიჟებზეც გაიზარდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა ბარელზე 55,16 (+ 0,11) დოლარი შეადგინა. ნიუ-იორკში კი York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) - Light Sweet ტიპის ნავთობის ფასი ამ დროისთვის ბარელზე 53,02 (+ 0,03) დოლარია.