2026-04-20 17:00:57
ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევას 70 წლამდე კაცი ემსხვერპლა.
არსებული ინფორმაციით, ავტომობილი მაშინ დაეჯახა კაცს, როდესაც ის ქვეითად გადაადგილდებოდა.
როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის ექსპლუატაციისა და მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.
უწყებაში გვითხრეს, რომ ავტომობილის მძღოლი დაკავებულია.