2026-04-17 23:49:33
თბილისში, ბობ უოლშის ქუჩაზე მსუბუქ ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა და დაიწვა.
ინფორმაციას „რუსთავი 2“ ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, ამ დროისთვის ცეცხლი ლიკვიდირებულია, მძღოლმა მანქანიდან გადმოსვლა მოასწრო და შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო, სასწრაფო დახმარებისმდა საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.