რუსთავი-თელეთის გზაზე ერთმანეთს 3 ავტომობილი შეეჯახა

2026-04-17 20:04:07

რუსთავი-თელეთის ავტომაგისტრალზე, ავტოსაგზაო  შემთხვევა მოხდა.

ინფორმაციას 24News.ge ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, ავარიის დროს ერთმანეთს "Ford Fusion"-ის, "Jeep Grand Cherokee"-ს და "Mercedes-Benz"-ის მარკის მსუბუქი ავტომობილები შეეჯახნენ.

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა.

დაშავებულები სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა კლინიკაში გადაიყვანა.

ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო, სასწრაფო სამედიცინო და სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟები.

როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს გამოძიება 276 მუხლით არის დაწყებული.