რუსთაველი სპორტსმენების წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე [Photo]

2026-04-11 18:59:38

თბილისში ტანვარჯიშის საერთაშორისო ტურნირი (KETICUP) გაიმართა სადაც რუსთაველმა სპორტსმენებმა წარმატებით იასპარეზეს და ოთხ კატეგორიაში საპრიზო ადგილები დაიკავეს.

ტურნირში 16 ქვეყნის 245 ტანმოვარჯიშე მონაწილეობდა.

რუსთაველმა სპორტსმენებმა ოქროს ვერცხლის და ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს 

(Junior Proffy 2011) ვარჯიში ბაფთით - ბარბარე ინასარიძე I ადგილი
(Junior Proffy 2012) ვარჯიში ბაფთით -  მარიამ ჭანტურია III ადგილი
(A კატეგორია) ბურთი, მრავალჭიდი და უსაგნო- ანნა ფეიქრიშვილი I, II და III ადგილები 
(A კატეგორია) უსაგნო - მართა ტუღუში II ადგილი 
(B კატეგორია) რგოლი - ანასტასია თეთრაძე III ადგილი