პოლონეთში 5 თვის ჩვილის მკვლელობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს

2026-04-10 14:54:47

პოლონეთში, ქალაქ პოზნანში 5 ჩვილის თვის მკვლელობისთვის საქართველოს მოქალაქე დააკავეს. 

ინფორმაციას პოლონური მედია "onet.pl" ავრცელებს. 

არსებული ინფორმაციის თანახმად, 40 წლის ქართველი ქალი, თამარ კ. რომელიც პოლონეთში ცხოვრობს, ფულის დაზოგვის მიზნით მოლდოვაში გაემგზავრა სამედიცინო პროცედურის ჩასატარებლად.

ქალმა თავისი 5 თვის ვაჟი ბავშვის მამას ასევე საქართველოს მოქალაქეს და ორ მოლდოველ მეგობარს დაუტოვა. როდესაც ის დაბრუნდა, მისი ვაჟი უგონო მდგომარეობაში დახვდა.

მან ბავშვი პოზნანში, მდებარე ბავშვთა საავადმყოფოში წაიყვანა, საიდანაც ბიჭი მაშინვე გადაიყვანეს სხვა საავადმყოფოში. ბავშვის დედამ კატეგორიულად უარყო რაიმე დაზიანება 

ექიმების დიდი ძალისხმევის მიუხედავად, მათ ვერ შეძლეს 5 თვის ბიჭის გადარჩენა. ბიჭს ჰქონდა უამრავი სისხლჩაქცევები და თავის ქალა გატეხილი.

ბავშვი, მამისა და მისი ორი მეგობრის,მოლდოველი მოქალაქეების, მზრუნველობაში იყო.
ამ დროისთვის სამი ეჭვმიტანილი დაკავებულია.

პოზნანის რაიონულმა სასამართლომ 40 წლის ქართველ ქალს, 21 და 25 წლის მოლოდოველ მამაკაცებს დროებითი პატიმრობა შეუფარდა. ბავშვის მამა, საქართველოს მოქალაქე, ამჟამად დაპატიმრების ორდერით იძებნება.