მარნეულის მერის ძმა დააკავეს

2026-04-07 11:22:14

ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ფაქტზე მარნეულის მერის, დაურ ისმაილოვის ძმა, ქენან ისმაილოვი დააკავეს.

როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რომელიც ძალადობას გულისხმობს.

ქენან ისმაილოვის დაკავების შესახებ ინფორმაცია, თავდაპირველად სოციალურ ქსელში აქტივისტმა სამირა ბაირამოვამ გაავრცელა, სადაც ნათქვამი იყო, რომ მერის ძმამ, სხვა პირებთან ერთად, მოქალაქეზე ფიზიკურად იძალადა.