2026-04-05 18:40:39
მოსალოდნელ ამინდთან დაკავშირებით გარემოს ეროვნული სააგენტო განცხადებას ავრცელებს.
6 აპრილს რუსთავში მოსალოდნელია ქარიანი ამინდი. მაქსიმალური ტემპერატურა იქნება +19 დღისით, +10 ღამით.
"5-6 აპრილს აღმოსავლეთ საქართველოში, მათ შორის დედაქალაქში, იქროლებს დასავლეთის ძლიერი ქარი.
მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, მაღალმთიან რაიონებში ზვავების ფორმირება, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო)";-ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.