2026-04-04 13:41:14
მოსალოდნელ ამინდთან დაკავშირებით გარემოს ეროვნული სააგენტო განცხადებას ავრცელებს.
რუსთავში მოსალოდნელია წვიმიანი და ქარიანი ამინდი. მაქსიმალური ტემპერატურა იქნება +17 დღისით, +10 ღამით.
"3 აპრილის დღის ბოლოდან 5 აპრილამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, ზოგან ძლიერი. შესაძლებელია ელჭექი და ქარის გაძლიერება. 5-6 აპრილს აღმოსავლეთ საქართველოში, მათ შორის დედაქალაქში, იქროლებს დასავლეთის ძლიერი ქარი.
მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, მაღალმთიან რაიონებში ზვავების ფორმირება, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო)"- ნათქვამია განცხადებაში.