2026-04-03 18:02:50
რუსთავში, #22 ბაგა-ბაღის ერთ-ერთ ჯგუფში, კედლის ფრაგმენტზე ბათქაში ჩამოიშალა.
აღნიშნულთან დაკავშირებით, ინფრმაცია საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" მშობლებმა მიაწოდეს და საკითხით დაინტერესება სთხოვეს.
"ინფო რუსთავი" სიტუაციას ადგილზე გაეცნო.
ბაღში ფაქტი დაადასტურეს და აღნიშნეს, რომ პრობლემა უკვე მოგვარებულია.
"ყველაფერი გამოსწორებულია, აბსოლიტურად არაფერი არ არის საპანაიკო. მხოლოდ ბათქაში იყო ფანჯრის კუთხესთან ჩამონგრეული. ახლა გამოსწორებულია სიტუაცია" - განაცხადა საბავშვო ბაგა-ბაღის გამგემ.
აღსაზრდელების უსაფრთხოებასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთეს რუსთავის ბაგა-ბაღების გაერთიანებაშიც.
" სააღმზრდელო ჯგუფის აღსაზრდელები გადაყვანილიები არიან სხვა ჯგუფში მათი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. ვიდეოში ასახულ სივრცეში კი ( რომელიც სოც.ქსელში გავრცელდა) დაგეგმილია ინფრასტრუქტურული სამუშაოები.
სააღმზრდელო პროცესი მიმდინარეობს უსაფრთხოდ და უწყვეტად"- განაცხადეს ბაღების გაერთიანებაში.