2026-04-01 19:10:47
რუსთავში, სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის კლდიაშვილის ქუჩა იკეტება.
ინფორმაციას რუსთავის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, ქუჩის გადაკეტვის გამო შეცვლილი მარშრუტით იმოძრავებს მუნიციპალური ტრანსპორტი.
"რუსთავში, კლდიაშვილის ქუჩის რეაბილიტაცია იწყება.
ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით განახლდება ფალიაშვილის სახელობის ქუჩაზე და პროექტით გათვალისწინებული საგზაო სამუშაოები, კლდიაშვილის სახელობის ქუჩაზე დაიწყება, სადაც საავტომობილო მოძრაობა 2 აპრილის 00:00 საათიდან იქნება შეზღუდული.
კლდიაშვილის ქუჩაზე, საავტომობილო გზის რეაბილიტაციის პროცესში, მუნიციპალური ტრანსპორტი იმოძრავებს შემდეგი მარშრუტებით:
მარშრუტი №1
თოდრიის ქუჩიდან იმოძრავებს მარჯანიშვილის ქუჩის მიმართულებით და თავგორაშვილის ქუჩის გავლით, გააგრძელებს მოძრაობას მეგობრობის გამზირზე.
მარშრუტი №2
კლდიაშვილის ქუჩის ნაცვლად, იმოძრავებს მეგობრობის გამზირზე და მესხიშვილის ქუჩის გავლით, გააგრძელებს მოძრაობას თოდრიის წრის მიმართულებით..
მარშრუტი №4
ძველი რუსთავიდან ახალ რუსთავში, იმოძრავებს თავგორაშვილის ქუჩის მიმართულებით და მარჯანიშვილის ქუჩის გავლით, გააგრძელებს მოძრაობას თოდრიას ქუჩაზე.
ახალი რუსთავიდან ძველ რუსთავში, კი იმოძრავებს მარჯანიშვილის ქუჩის მიმართულებით და თავგორაშვილის ქუჩის გავლით, გააგრძელებს მოძრაობას მეგობრობის გამზირზე.
რუსთავის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის",- ნათქვამია განცხადებაში.