თბილისში ამერიკული სამხედრო თვითმფრინავი ჩამოფრინდა

2026-04-01 18:01:45

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გერმანიიდან გამოფრენილი აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალების Boeing C-17 Globemaster III თვითმფრინავი ჩამოფრინდა.

თვითმფრინავმა შოთა რუსთაველის სახელობის აეროპორტი მალევე, დაახლოებით 16:02-ზე დატოვა და სომხეთის მიმართულებით გაფრინდა.

Flightradar2-ის რადარის მიხედვით ერევნის აეროპორტში დაჯდა, რის შემდეგაც რადარიდან გაქრა.

Boeing C-17 Globemaster III არის აშშ-ის საჰაერო ძალების (USAF) კუთვნილი თვითმფრინავია, რომელიც გამოიყენება სხვადასხვა მიზნით, მათ შორის სამხედრო ტექნიკის გადაზიდვის, ჯარისკაცების ტრანსპორტირებისა თუ ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების მიზნით.