რუსთავი-წითელი ხიდის ავტომაგისტრალის მშენებლობისთვის ტენდერი გამოცხადდა

2026-03-28 19:44:48

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა, რუსთავი-წითელი ხიდისა და ალგეთი-სადახლოს მაგისტრალური გზის მონაკვეთების სამშენებლო სამუშაოების ზედამხედველობაზე, საერთაშორისო ტენდერი ხელახლა გამოაცხადა. 

სამაგისტრალო გზის პროექტირება მსოფლიო ბანკის (WB) ფინანსური მხარდაჭერით ჰოლანდიურმა კომპანიამ განახორციელა. 19 მილიონის ღირებულების პროექტის განხორციელება ევროპის საინვესტიციო ბანკისაგან (EIB) მიღებული სესხისა და სახელმწიფო ბიუჯეტის თანადაფინანსების მეშვეობით ხდება.  

30 კილომენტრიანი, ავტომაგისტრალის გზა იქნება ოთხზოლიანი, რომელიც დაპროექტებულია TEM სტანდარტების შესაბამისად. გზის სადრენაჟე სისტემა განთავსებული იქნება გზის მონაკვეთის შუა ნაწილში.
ასევე საგზაო უსაფრთხოების სტანდარტების სრული დაცვით, გათვალისწინებულია გარე განათების სისტემა, 26 ხიდი და 11 სატრანსპორტო კვანძი. მაგისტრალის საპროექტო სიჩქარე 120 კმ/სთ იქნება.

შეგახსენებთ, რომ რუსთავი-წითელი ხიდისა და ალგეთი-სადახლოს მონაკვეთები წარმოადგენს აღმოსავლეთ-დასავლეთისა და სამხრეთ-ჩრდილოეთის საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფნების მნიშვნელოვან ნაწილს და აკავშირებს საქართველოს საგზაო ქსელს აზერბაიჯანისა და სომხეთის საზღვრებთან.