სხვადასხვა საწვავის ღირებულებამ მოიმატა

2026-03-28 17:09:49

ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტის პარალელურად, გლობალურ ბირჟებზე ნედლი ნავთობის ფასი ზრდას განაგრძობს.

მაშასადამე ძვირდება სხვადასხვა საწვავის ღირებულება. 

საქართველოში ბოლო ერთი კვირის განმავლობაში სხვადასხვა ტიპის საწვავის ფასი 5-დან 13-თეთრამდე გაძვირდა.

საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავი" გთავაზობთ საწვავის ფასების ჩამონათვალს:

Gulf (გაძვირდა 10 თეთრით)
G-Force სუპერი - 3.83 ლარი 
G-Force პრემიუმი - 3.43 ლარი 
G-Force ევრო რეგულარი - 3.29 ლარი 
ევრო რეგულარი - 3.27 ლარი 
G-Force ევრო დიზელი - 3.67 ლარი
ევრო დიზელი - 3.57 ლარი 

Wissol (გაიზარდა 4-დან 8 თეთრამდე)

ეკო სუპერი - 3.82 ლარი 
ეკო პრემიუმი - 3.42 ლარი 
ეკო დიზელი - 3.72 ლარი 
ევრო დიზელი - 3.67 ლარი 
ევრო რეგულარი - 3.27 ლარი 

Socar (გაიზარდა 5-დან 10-თეთრამდე)

ნანო სუპერი - 3.72 ლარი 
ნანო პრემიუმი - 3.40 ლარი 
ნანო ევრო რეგულარი - 3.24 ლარი 
ევრო 5 დიზელი - 3.50 ლარი 
ნანო ევრო 5 დიზელი - 3.60 ლარი