2026-03-26 18:28:51
რუსთავი-თბილისის ავტობანზე, ხიდიდან მოზარდი გადმოვარდა.
საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, შემთხვევა მაგისტრალის რუსთავი-ფონიჭალის მონაკვეთზე მოხდა.
დაშავებული მოზარდი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა კლინიკაში გადაიყვანა.
ადგილზე მობილიზებულები იყვნენ სამართალდამცავებიც და მომხდარზე გამოძიებაა დაწყებული.