რუსთავიდან თბილისის მიმართულებით მგზავრებს უფასოდ გადაიყვანენ

2026-03-19 12:28:54

საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, რუსთავიდან თბილისის მიმართულებით მგზავრებს უფასოდ გადაიყვანენ.

გუშინ საქართველოს მთავრობამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის დაკრძალვასთან დაკავშირები დაინიშნება უფასო ტრანსპორტი რეგიონებიდან, მათ შორის რუსთავიდან, თბილისში გამგზავრების მსურველთათვის.

უფრო დეტალური ინფორმაციას, რუსთავში საიდან მოხდება მგზავრების დედაქალაქში გადაყვანა და რომელ დღეებში იქნება უფასო, "ინფო რუსთავი" არკვევს და ინფორმაციის მიღების შემდეგ გავავარცელებთ.