ავტოსაგზაო შემთხვევას 26 წლის ბიჭი ემსხვერპლა

2026-03-16 23:13:52

ლაგოდეხში ავტოსაგზაო შემთხვევას 26 წლის ბიჭი ემსხვერპლა.

არსებული ინფორმაციით, "ფორდის" მარკის მიკროავტობუსის მძღოლმა, სავარაუდოდ, საჭე ვერ დაიმორჩილა, მოცურდა და გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა.

ახალგაზრდა კაცი თავის არეში მიყენებული ტრავმებით შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.

საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავი" დეტალებს შინაგან საქმეთა სამინისტროში არკვევს.