2026-03-14 23:52:39
რუსთავში მაღაზია გაქურდეს.
"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით, XI მიკრორაიონში, სამმა არასრულწლოვანმა ერთერთი სურთათის მაღაზია გაქურდეს. მაღაზიიდან წაიღეს ძვირადღირებული სასმელები და სიგარეტები.
ფაქტის შესახებ ცნობილი გახდა პოლიციისთვის. სამართალდამცავებმა საქმე ცხელ კვალზე გახსნეს. მხილებულია 3 მოზარდი, არსებული ინფორმაციით მათ ბრალი აღიარეს, ნივთმკიცებად ამოღებულია ნაქურდალი პროდუქტი.
მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.