მშობიარობის შემდგომ გართულებით ახალგაზრდა გოგო გარდაიცავალა

2026-03-13 11:18:11

ქუთაისში მშობიარობის შემდგომი გართულებების შედეგად ახალგაზრდა ქალი გარდაიცვალა.

ინფორმაციას ადგილობრივი მედია "ინფო იმერეთი" ავრცელებს.

მათი ცნობით, ახალგაზრდა გოგომ ორი კვირის წინ სენაკის სამშობიარო სახლში იმშობიარა. რამდენიმე დღის წინ მისი მდგომარეობა გართულდა და ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სიცოცხლის მოსპობას გაუფრთხილებლობით გულისხმობს.