ხანძრის დროს სახლი დაიწვა

2026-03-11 20:03:20

ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ როხში ხანძარი იყო.

ადგილობრივი მედიის ინფო ბაღდათის ცნობით, ხანძრის დროს საცხოვრებელი სახლი და მის მიმდებარედ არსებული დამხმარე ნაგებობა დაიწვა.

შემთხვევის დროს არავინ დაშავებულა.

ადგილზე მობილიზებულები იყო სახანძრო-სამაშველო სამსახურის ეკიპაჟი. ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია.

ფოტო:ინფო ბაღდათი