ნარკოდანაშაულისთვის 2 პირი დააკავეს

2026-03-09 11:17:15

თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოსა და გლდანი-ნაძალადევის მთავარი სამმართველოების თანამშრომლებმა,  განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით 2 პირი დააკავეს.

ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

"სამართალდამცველებმა ჩატარებული პირადი ჩხრეკის შედეგად ბრალდებულებისგან 49 შეკვრად დაფასოებული, განსაკუთრებით დიდი ოდენობით „ალფა-პვპ“ და „გამომშრალი მარიხუანა“ ამოიღეს, რომელიც სარეალიზაციოდ იყო გამზადებული.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 260-ე კვარტა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს",- ნათქვამია განცხადებაში.