რუსთავში ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა და დაიწვა

2025-03-05 13:57:36

რუსთავში ტაშკენტის ქუჩაზე ავტომობილი დაიწვა.

საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ცეცხლი პარკინგზე გაჩერებულ "ფორდის" ავტომობილს გაუჩნდა.

ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო სამსახურის ეკიპაჟი.

ემთხვევის დროს არავინ დაშავებულა.