2026-03-03 17:00:04
რუსთავში ავტომობილის ტროტუარზე დგომა-გაჩერებისთვის ჯარიმა იზრდება.
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დაანონსებული ცვლელების მიხედვით: თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, მცხეთაში, რუსთავში, გორში, თელავში, ფოთში, ზუგდიდში, ახალციხეში, ოზურგეთში, ან/და საქართველოს კურორტებზე სატრანსპორტო საშუალების ტროტუარზე ან ქვეითთა გადასასვლელზე დგომა-გაჩერებაზე ჯარიმა 100 ლარი იქნება, ხოლო საქართველოს დანარჩენ ქალაქებში ისევ 10 ლარი. საგზაო ნიშნებს ემატება ახალი ამკრძალავი ნიშანი – „გაჩერება აკრძალულია სახანძრო ჰიდრანტთან“.
ამ მოთხოვნის დაუცველობა 200 ლარით დაჯარიმებას გამოიწვევს.
გარდა ამისა, ცვლილებების თანახმად, ამკრძალავი ნიშნის „გაჩერება აკრძალულია“ ან „დგომა აკრძალულია“ მოთხოვნის დაუცველობა, ასევე, დგომა-გაჩერების წესებით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნის დაუცველობა ახალციხეში, ოზურგეთში, თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, მცხეთაში, რუსთავში, ფოთში, ზუგდიდში, ან/და საქართველოს კურორტებზე, გამოიწვევს 50 ლარით დაჯარიმებას.