2026-03-02 12:26:42
ახლოაღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენების გამო 2 მარტს თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებიდან შესასრულებელი 16 რეისი გაუქმდა.
როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" აეროპორტების გაერთიანებაში განუცხადეს, თბილისის აეროპორტიდან ფრენები შემდეგი მიმართულებებით გაუქმდა: თბილისიდან თელ ავივის, აბუ დაბის, შარჟას და დუბაის მიმართულებით 13 რეისი, ბათუმში კი თელ ავივის მიმართულებით 3 რეისი.
რა ბედი ელის შემდეგ დღეებში დაგეგმილ ფრენებს, ჯერ-ჯერობით აეროპორტების გაერთიანებაში ვერ ამბობენ.