ავტოსაგზაო შემთხვევას 2 ადამიანი ემსხვერპლა, 1 დაშავდა

2026-02-26 11:43:28

ქობულეთში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა.

არსებული ინფორმაციით შემთხვევა ქობულეთის შემოვლით გზაზე მოხდა. ავტოსაგზაო შემთხვევისას ერთმანეთს ავტობუსი და სატვირთო შეეჯახა.

ავარიის შედეგად 2 ადამიანი გარდაიცვალა ხოლო 1 დაშავდა. ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო სამედიცინო დახმარებისა და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები. პაციენტი ადგილობრივ კლინიკაშია გადაყვანილია.

როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით არის დაწყებული.