რუსთაველმა სტუდენტმა უნგრეთში სწავლისთვის 100%-იანი დაფინანსება მოიპოვა

2026-02-25 13:54:25

რუსთაველმა, ნინო კაპანაძემ უნგრეთის სახვითი ხელოვნების უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელებისთვის 100%-იანი (4400€ ოდენობის) დაფინანსება მიიღო.

საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავთან" საუბრისას, თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის სტუდენტმა განაცხადა, რომ ბუდაპეშტში, ფერწერის ფაკულტეტზე სწავლას ერასმუსის გაცვლითი პროგრამის კონკურსით აგრძელებს.

"ვსწავლობ ერთი სემესტრი (5თვე) უნგრეთის სახვითი ხელოვნების უნივერსიტეტში. სწავლა სრულიად დაფინანსებულია და დამატებით მაქვს სტუდენტური გრანტი",- განაცხადა ნინომ "ინფო რუსთავთან" საუბრისას.

ნინო კაპანაძე პირველი ქართველი სტუდენტია, რომელიც უნგრეთის სახვითი ხელოვნების უნივერსიტეტში სწავლობს.