2026-02-13 13:22:46
რუსთავის ცენტრალურ პარკს რეაბილიტაცია ჩაუტარდება.
ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" ინფორმაცია მუნიციპალური განვითარების ფონდიდან მიაწოდეს.
მგფ-ს ვთხოვეთ, მოეწოდებინათ ინფორმაცია რა ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას გეგმავენ 2026 წელს რუსთავში.
მოწოდებულ სიაში ერთ-ერთი სწორედ ცენტრალური პარკია, ასევე სარეაბილიტაციო სამუშაოები იგეგმება ასლანიკაშვილის სკვერშიც.
მუნიციპალური განვითარების ფონდში არ გვიკონკრეტებენ, როდის და რა თანხაზე გამოცხადდება ტენდერები.