2026-02-24 19:50:56
ბათუმში კლინიკა “მედინას” დირექტორი ჯუმბერ უნგიაძე აცხადებს, რომ ახალშობილს, რომელსაც დედამ დაზიანებები მიაყენა, კიდევ ერთი ოპერაცია ჩაუტარდა.
როგორც კლინიკის დირექტორი ჯუმბერ უნგიაძე ახალშობილის ჯანმრთელობის მდგომარეობა შედარებით გაუმჯობესდა.
შეგახსენებთ, რომ ბათუმის კლინიკა “მედინაში" კლინიკის სანიტარმა კვირას გამთენიისას საპირფარეშოში იმშობიარა, რის შემდეგაც ახალშობილს ყელის არეში დაზიანებები მიაყენა. ახალშობილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ქალი პოლიციამ დააკავა.
მომხდარზე შსს-მ გამოძიება “სისხლის სამართლის კოდექსის” 11.პრიმა 19.109 მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახში ახალშობილი წევრის მიმართა განზრახ მკვლელობის მცდელობა გულისხმობს.