რუსთავში, მოლის შესასვლელთან ერთმანეთს 3 ავტომობილი დაეჯახა

2026-02-24 18:53:50

რუსთავში, მოლის შესასვლელთან ერთმანეთს 3 ავტომობილი დაეჯახა.

"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით შარტავას გამზირზე, რუსთავი მოლის პარკინგზე ჩასასვლელთან ერთმანეთს, "ფოლკსვაგენი"-ს, "მერსედესი"-სა და "ფორდი"-ს მარკის ავტომობილები დაეჯახნენ.

ავარიის შედეგად არავინ დაშავებულა.

არსებული ინფორმაციით "ფოლკსვაგენი"-ს მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, ავტომობილი მოუცურდა და 2 ავტომობილს დაეჯახა.

ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია.