კრიმინალური ავტორიტეტი ავტომობილში ააფეთქეს

2026-02-17 19:43:48

ოზურგეთში კრიმინალური ავტორიტეტი, ზვიად ჯინჭარაძე, მეტსახელად ჯუმათა, საკუთარ ავტომობილში ააფეთქეს. 

ინფორმაცია ადგილობრივმა მედიამ "გურიის მოამბემ" გაავრცელა. მათი ცნობით, ავტომობილი მაშინ აფეთქდა, როცა ქელეხიდან გამოსული ჯინჭარაძე მასში ჩაჯდა. 

დაშავებული გადაყვანილი სამედიცინო დაწესებულებაში და მისი მდგომარეობა მძიმეა.

როგორც მომხდართან დაკავშირებით საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19 108 მუხლით მიმდინარეობს.