2026-02-16 17:34:29
თელავში ხანძარს 75 წლამდე ქალი ემსხვერპლა. ინფორმაციას "ახალი ამბები კახეთიდან" ავრცელებს.
არსებული ინფორმაციით სახლში ასაკოვანი ქალი და მისი ვაჟი ცხოვრობდნენ.
კაცმა ხანძრიდან თავის დაღწევა შეძლო, თუმცა ქალს ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გადაადგილება უჭირდა და მან ალმოდებული სახლის დატოვება ვერ შეძლო.
ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო სამაშველო და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟი. ხანძარი ამდროისთვის ლიკვიდირებულია.