რუსთავი-დიდუბის მიკროავტობუსების მძღოლები გაიფიცნენ

2026-02-16 16:42:32

რუსთავი-დიდუბის მიკროავტობუსების მძღოლები გაიფიცნენ.

როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" მძღოლებმა განუცხადეს, დიდუბის მიმართულებით მგზავრების გადაყვანა შეაჩერეს, რისი მიზეზიც თბილისში ე.წ. "ბასლაინებზე" მოძრაობის აკრძალვაა.

მძღოლები კომპანია "ინტერტრანსისგან" მოითხოვენ, რომ ბასლაინებზე მოძრაობის პრობლემის აღმოფხვრაში დაეხმარონ.

"ინფო რუსთავი" დაუკავშირდა კომპანია "ინტერტრანსაც", სადაც ამ დროისთვის კომენტარს არ აკეთებენ.