რუსთავში 2 ქუჩაზე გებისა და სანიაღვრე სისტემების მოწყობა იგეგმება

2026-02-15 12:40:38

რუსთავში მელიქიშვილის და ლომოურის გასასვლელებში გზებისა და სანიაღვრე სისტემების მოწყობა იგეგმება.

სამუშაოების შემსრულებელი კომპანიის გამოსავლენად რუსთავის მუნიციპალიტეტმა 3 471 463 ლარის ღირებულების ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა.

ტენდერზე თანდართული ინფორმაციის მიხედვით: პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს განფასებული ხარჯთაღრიცხვები არაუმეტეს ქვემოთ მოცემული ღირებულებებისა, კერძოდ:

- ქალაქ რუსთავში ლომოურის გასასვლელებში გზებისა და სანიაღვრე სისტემების მოწყობა - არაუმეტეს 1 267 278.00 ლარი;

- ქალაქ რუსთავში მელიქიშვილის გასასვლელებში გზებისა და სანიაღვრე სისტემების მოწყობა - არაუმეტეს 2 204 185.00 ლარი;

გამარჯვებულმა კომპანიამ სამუშაოები ხელშეკრულების დადებიდან 270 კალენდარულ დღეში უნდა შეასრულოს.