2026-02-12 15:05:13
მე‐19 მკ/რ‐ში, აღმაშენებლის გამზირიდან მე-19 მკ/რ N9-ის მიმართულებით გზას რეაბილიტაცია ჩაუტარდება.
სარეაბილიტაციო სამუშაოების შემსრულებელი კომპანიის გამოსავლენად რუსთავის მუნიციპალიტეტმა ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა.
ტენდერზე თანდართული დოკუმენტაციის მიხედვით იგეგმება: საფარის რეკონსტრუქცია/რეაბილიტაციია, ტროტუარების მოწესრიგება, გამწვანების გარე განათების მოწყობა /რეაბილიტაცია, საჭიროების შემთხვევაში სანიაღვრე ქსელის რეაბილიტაციის ან სამშენებლო სამუშაოებისთვის საჭირო საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის დამზადება.
სამუშაოს შესრულების ვადაა ხელშეკრულების დადებიდან 180 კალენდარული დღე.