2026-02-09 19:25:41
რუსთავში ელ. ენერგიის მიწოდება შეიზღუდება. ინფორმაციას კომპანია "ენერგო პრო ჯორჯია" ავრცელებს.
მათი ცნობით, ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 10 თებერვალს 11:30 საათიდან 16:00 საათამდე ელექტრო ენერგია რამდენიმე ქუჩას შეეზღუდება.
ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდებათ ჩამოთვლილ ქუჩებზე: თბილისის, გონაშვილი, გოდერძი ჩოხელის, გოგი დოლიძის, იალღუჯის მთა, ყაზბეგის, ჰამლეტ გონაშვილი, იაღლუჯის, გორის, მტკვრის მარჯვენა სანაპირო, მეგობრობის II გასასვლელი, მე-6 და მე-11 მ/რ.