2026-02-06 13:06:13
მეფრინველეობის განვითარების ასოციაციის წევრი კომპანიები კვერცხზე ფასის შემცირების გადაწყვეტილების შესახებ განცხადებას ავრცელებენ. მათი განცხადებით, ფასის შემცირება 5%-იანი იქნება.
როგორც კომპანიების - ''სავანეთის'', ''დილას'', ''კოდას'' და ''კუმისის'' განცხადებაში წერია, მწარმოებლები ითვალისწინებენ პრემიერის ინიციატივას და ფასს აღნიშნულიდან გამომდინარე ამცირებენ.