2026-02-03 17:51:07
სურსათის უვნებლობის სააგენტომ იანვრის თვეში რუსთავში 2 ობიექტი დააჯარიმა.
ამის შესახებ, საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" სურსათის უვნებლობის ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს ხელმძღვანელმა, მირანგულა ლიპარტელიანმა განუცხადა.
ობიექტებში ძირითადი დარღვევები ეტიკეტირების წესის, რეგისტრაციის არ ქონისა და ვადაგასული პროდუქციის რეალიზების გამო დაფიქსირდა.
ლიპარტელიანის ინფორმაციით, საერთო ჯამში, ქვემო ქართლის მასშტაბით საჯარიმა 9 ობიექტს გამოეწერა.
სურსათის ეროვნული სააგენტო სახელმწიფო კონტროლს განაგრძობს იმ ბიზნესოპერატორებთან, რომლებიც დასაქმებულები არიან სურსათის წარმოებაში.