2026-01-26 13:10:06
აშშ-ში ზამთრის შტორმისგან გამოწვეული ძლიერი ყინვის გამო სულ მცირე 11 ადამიანი დაიღუპა, - ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
ტელეკომპანიის ცნობით, ადამიანები დაიღუპნენ კანზასში, ნიუ-იორკში, ტეხასში, ლუიზიანაში, მიჩიგანსა და ტენესში.
ყინულისგან გამოწვეული დაზიანების გამო, 800 000-ზე მეტი ადამიანი კვლავ ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. გაუქმდა 17 000-ზე მეტი ავიარეისი. ვირჯინიასა და კენტაკის შტატებში ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ გზებზე ავარიის ასობით შემთხვევა დაფიქსირდა.
შტატების თითქმის ნახევარმა საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. სკოლებმა დღეს დაგეგმილი საგაკვეთილო პროცესი გააუქმეს, ან დისტანციურ რეჟიმზე გადავიდნენ.