2026-01-23 12:27:14
რუსთავში ისევ ცუდი ჰაერია.
23 იანვარს air.gov.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემებით, რუსთავში ჰაერი დაბინძურებულია. ატმოსფერულ ჰაერში მკვეთრად მომატებულია როგორ PM2.5, ასევე PM10 დამაბინძურებლების მაჩვენებლები.
ჰაერის ხარისხის პორტალზე რუსთავში არსებული ორივე სადგურიდან მიღებული მონაცემები 23 იანვარს ასე გამოიყურება: მეგობრობის გამზ. №35ა-ზე PM2.5-ის მაჩვენებელი 24.12 მკგ/მ PM10-მაჩვენებელი 51.37 მკგ/მ3, ბათუმის ქ., №19-ზე PM2. 5-ის მაჩვენებელი 26.78 მკგ/მ , ხოლო PM10-ის 47.14 მკგ/მ.
23 იანვრიდან, ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ზოგიერთ სადგურზე შეინიშნება მყარი ნაწილაკების (PM10 და PM2.5) კონცენტრაციის ზრდა. აღნიშნული პროცესი, ტრანსსასაზღვრო ხასიათისაა და განპირობებულია სამხრეთიდან და სამხრეთ-აღმოსავლეთიდან უდაბნოს მტვრის მასების მცირედ გავრცელებით.
რისკ ჯგუფებში შედის ბავშვები, ორსულები და კარდიოვასკულურ დაავადებათა მქონე პირები. რეკომენდირებულია პირბადის ტარება და მოერიდეთ გარე აქტივობებს.