2026-01-19 12:21:13
18 იანვარს, ღამის საათებში, ესპანეთში ჩქაროსნული მატარებელი რელსებიდან გადავიდა და საპირისპირო მიმართულებით მოძრავ მატარებელს შეეჯახა, რის შედეგადაც, სულ მცირე, 39 ადამიანი დაიღუპა და 170-მდე დაშავდა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
ინციდენტი კორდობის პროვინციის ადამუსის მუნიციპალიტეტში მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ორივე მატარებელში ჯამში დაახლოებით 400 ადამიანი იყო, ძირითადად ესპანელები.
ამ დროისთვის საავადმყოფოში 75 პირია გადაყვანილი, მათგან თხუთმეტი, მათ შორის ოთხი ბავშვი, სერიოზულად არის დაშავებული.