შეზღუდვები გზებზე თოვისა და დაბალი ტემპერატურის გამო

2026-01-13 17:39:37

საავტომობილო გზების დეპარტამენტი განცხადებას ავრცელებს.

"თოვის და დაბალი ტემპერატურის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის ახალქალაქი-კარწახის და ახალციხე-ნინოწმინდის საავტომობილო გზებზე დროებით იზღუდება მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია",- ნათქვამია განცხადებაში.