რუსთავში, ფალიაშვილის ქუჩა გადაიკეტა

2026-01-12 19:16:39

რუსთავში, ფალიაშვილის ქუჩა სრულად გადაიკეტა.

მიზეზი ქუჩაზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებია.

საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავი" დაინტერესდა რა დროით იქნება ქუჩა გადაკეტილი და ამ კითხვით რუსთავის მერიას მივმართეთ, სადაც გვითხრეს: "ფალიაშვილის, მარჯანიშვილის, სანაპიროს და კლდიაშვილის ქუჩების რეაბილიტაციასთან დაკავშირებით,  აღნიშნულ ქუჩებზე, საავტომობილო მოძრაობა,   სამუშაოების მიმდინარეობისას წარმოქმნილი აუცილებლობის მიხედვით,  პერიოდულად იზღუდება.

პროექტი,  33 197 კვ/მ ფართობზე, ასფალტის სამფენიანი საფარის  მოწყობას, მიწისქვეშა კომუნიკაციების განახლებას და ტროტუარების რეაბილიტაციას  ითვალისწინებს.  სამუშაოების მიმდინარეობისას წარმოქმნილი დისკომფორტის მინიმუმამდე დასაყვანად, საავტომობილო მოძრაობის შეზღუდვა,  პროექტით გათვალისწინებულ ოთხივე ქუჩაზე, მაქსიმალურად მოკლე ვადით,  პერიოდულად ხდება. 
პროექტი აქტიურად მიმდინარეობს და ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადებში დასრულდება".