2026-01-09 13:22:10
9 იანვარს air.gov.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემებით, რუსთავში ჰაერი დაბინძურებულია. ატმოსფერულ ჰაერში მკვეთრად მომატებულია როგორ PM2.5, ასევე PM10 დამაბინძურებლების მაჩვენებლები.
ჰაერის ხარისხის პორტალზე რუსთავში არსებული ორივე სადგურიდან მიღებული მონაცემები 9 იანვარს ასე გამოიყურება: მეგობრობის გამზ. №35ა-ზე PM2.5-ის მაჩვენებელი26.10 მკგ/მ PM10-მაჩვენებელი 55.02მკგ/მ, ბათუმის ქ., №19-ზე PM2. 5-ის მაჩვენებელი 25.60მკგ/მ , ხოლო PM10-ის 49.77 მკგ/მ.
8 იანვრიდან, ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ზოგიერთ სადგურზე შეინიშნება მყარი ნაწილაკების (PM10 და PM2.5) კონცენტრაციის ზრდა. აღნიშნული პროცესი, ტრანსსასაზღვრო ხასიათისაა და განპირობებულია სამხრეთიდან და სამხრეთ-დასავლეთიდან უდაბნოს მტვრის მასების მცირედ გავრცელებით.
რისკ ჯგუფებში შედის ბავშვები, ორსულები და კარდიოვასკულურ დაავადებათა მქონე პირები. რეკომენდირებულია პირბადის ტარება და მოერიდეთ გარე აქტივობებს.