ქვემო ქართლში კაცმა ორსულ მეუღლეზე ფიზიკურად იძალადა

2026-01-08 11:14:53

ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, წინასწარი შეცნობით ორსული ქალის მიმართ ოჯახში ჩადენილი ძალადობისთვის ძებნილი - 2001 წელს დაბადებული, წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის ნასამართლევი, რ.მ. მარნეულში დააკავეს.

ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ მსჯავრდებული 2025 წლის 6 დეკემბერს,  ორსულ მეუღლეს ფიზიკურად გაუსწორდა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

სამართალდამცველებმა, მსჯავრდებული მოსამართლის განჩინების საფუძველზე მარნეულში დააკავეს.

რ.მ. ამჟამად პენიტენციურ დაწესებულებაშია მოთავსებული",- ნათქვამია განცხადებაში.