2025 წლის განმავლობაში რის ფასმა მოიმატა და რამ დაიკლო

2026-01-05 15:48:09

საქსტატის მიერ გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, 2025 წელს  ზოგი პროდუქტის ფასმა დაიკლო ზოგმა კი მოიმატა. 
იხილეთ იმ პროდუქტების ჩამონათვალი რომლის ფასმაც მოიმატა და რომელმაც დაიკლო:
1. ტანსაცმელი და ფეხსაცმელი: ფასები შემცირდა როგორც ფეხსაცმლის (-4.6 პროცენტი), ისე ტანსაცმლის (-0.4 პროცენტი) ქვეჯგუფებზე;
2. საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი: ფასები შემცირებულია ფაქტიური გადასახადი საცხოვრებელზე (-0.6
პროცენტი), საცხოვრებლის მიმდინარე მოვლა და შეკეთება (-0.3 პროცენტი) ქვეჯგუფებზე; 
3. ტრანსპორტი: ფასების კლება დაფიქსირდა სატრანსპორტო საშუალების შეძენასა (-2.9 პროცენტი) და პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (-0.6 პროცენტი). ამასთან, ფასები გაიზარდა სატრანსპორტო მომსახურების (2.7 პროცენტი) ქვეჯგუფზე;
4. ჯანმრთელობის დაცვა: . ფასები გაიზარდა სამედიცინო პროდუქციის, აპარატურის და მოწყობილობის (1.0 პროცენტი) ქვეჯგუფზე.
5. სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: . ფასები მომატებულია ქვეჯგუფებზე: თევზეული (18.4 პროცენტი), ხილი და ყურძენი (15.0 პროცენტი), პური და პურპროდუქტები (14.3 პროცენტი), ყავა,
ჩაი და კაკაო (10.1 პროცენტი), ზეთი და ცხიმი (10.1 პროცენტი), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (8.2 პროცენტი), ხორცი და ხორცის პროდუქტები (7.6 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (7.0 პროცენტი), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (6.1 პროცენტი), ბოსტნეული და ბაღჩეული (0.1 პროცენტი);
6. ჯანმრთელობის დაცვა: ფასები გაიზარდა ამბულატორიული სამედიცინო მომსახურების (9.1 პროცენტი), საავადმყოფოების მომსახურების (9.0 პროცენტი) და სამედიცინო პროდუქციის, აპარატურის და მოწყობილობის (5.3 პროცენტი) ქვეჯგუფებზე;
7. ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო: ფასები გაიზარდა როგორც
თამბაქოს ნაწარმზე (7.3 პროცენტი), ისე ალკოჰოლურ სასმელებზე (1.3 პროცენტი).