მიწის სისტემური რეგისტრაცია ისე დასრულდა, რომ იაღლუჯის ნაკვეთები არ აიზომა

2026-01-05 13:39:31

1 იანვარს მიწის სისტემური რეგისტრაციის პროგრამა ისე დასრულდა, რომ იაღლუჯის ფერდზე 10 000-ზე მეტი რუსთაველის კუთნილი მიწის ნაკვეთები არ აზომილა.

საჯარო რეესტრის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით: "მიწის ნაკვეთის რეგისტრაციის ყველა განაცხადი, რომელიც მოქალაქეებს იუსტიციის სახლებში, ადგილობრივი თვითმმართველობის დაწესებულებებსა და ვებპორტალზე slr.napr.gov.ge აქვთ წარმოდგენილი ან რეფორმის დასრულებამდე წარმოადგენენ, საჯარო რეესტრი მომდევნო წელს სისტემური რეგისტრაციის რეფორმის კანონმდებლობის შესაბამისად განიხილავს და კანონით გათვალისწინებულ უფასო მომსახურებებს გაუწევს".

მათივე ცნობით, 1 იანვრიდან მიწის აზომვა მხოლოდ სპორადული წესით იქნება შესაძლებელი.

შეგახსენებთ, რომ იაღლუჯის ფერდზე 10 000-ზე მეტი რუსთაველი მიწის ნაკვეთს ფლობს, თუმცა ისინი მის დარეგისტრირებას ვერ ახერხებენ.

მიწის მფლობელები თვეებია მოითხოვენ, რომ საჯარო რეესტრმა აზომოს და შესაბამისად გააფორმოს მიწის კანონიერ მფლობელებზე იაღლუჯის ფერდზე არსებული აგარაკები.