2026-01-03 18:20:05
ავარიას 2 ადამიანი ემსხვერპლა.
"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით, თბილისში წერეთლის გამზირზე მსუბუქი ავტომობილი ხეს დაეჯახა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 2 ახალგაზრდა გარდაიცვალა.
ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციისა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟები.
მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.